მოსახლეობა შეჩვეულია პირობების დარღვევას და ამიტომ, ამაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება - რამაზ საყვარელიძე

09:38 11-16-2019
33
მაჟორიტარებიც, მმართველი პარტიაც, ოპოზიციური პარტიებიც და პატრიოტიზმზე თავს ნურავინ დადებს“, – მის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ „ქართული ოცნების“ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა ხინჯიანი იქნება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დანაპირები ვერ შეასრულა.

„როცა მხარე ასეთ თვალშისაცემ პირობას იძლევა და არღვევს, უცხოელი ამას იმახსოვრებს. მოსახლეობა შეჩვეულია პირობების დარღვევას და ამიტომ, ამაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას მოსახლეობასთან ვერ გამოიყენებს და დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას“ სიტყვის გატეხვა შერჩება, როგორც მოგებული რაუნდი.

„ოპოზიციამ იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ამ პირობებში რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ „პარადი“ არ გაეკეთებინა 23 ნოემბერს ვარდების მიტანით; ოპოზიციამ იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ამით ხალხს დააფრთხობს და მის ინტერესში ეს არ უნდა იყოს. შედეგად, ეს ოპოზიცია იმ სვლებს ვერ გააკეთებს, რაც საჭიროა. ისევე, როგორც პატარ-პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოიფიქრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ელექტორატს ისევ შეინარჩუნებს, თავად კი საერთოდ დაკარგავენ, რაც გააჩნიათ. მათ ერთადერთი ფასი ჰქონდათ დამოუკიდებელ სუბიექტებად ყოფნის და ახლა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეწებნენ, დამთავრდა მათი ზაფხული. ამ ტიპის ნაბიჯები საარჩევნო პერიოდში არ უნდა გადაედგათ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.