პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა

23:07 11-15-2019
62

პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკოსების ერთობლივი აქცია დასრულდა.

პროტესტის ფორმა კვლავ 24-საათიან რეჟიმზეა გადასული და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში მთელი ღამით დარჩება. 

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილი რჩება.

დღეს აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მოთხოვნების გენერალური გეგმა გააცნეს საზოგადოებას:

1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას)

2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით)

3. არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ.

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებთ შემოუერთდეს ამ მოთხოვნებს“, - ამბობენ ისინი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.