ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი, თუნდაც დიდი მიტინგით რეჟიმს დავამთავრებთ - შალვა ნათელაშვილი

21:39 11-15-2019
106

„მოგეხსენებათ, ზვავი რომ იძრება, ის სტიქიურად მოდის დაბლა, მაგრამ ეს ისეთი პოლიტიკური და ეროვნული ზვავია, რომელსაც მართვა სჭირდება, მართვა იმისათვის, რომ პარაზიტული რეჟიმი ივანიშვილის სახით მოვიცილოთ უდანაკარგოდ, რომ არ დაზიანდეს უფრო დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„14 ნოემბერს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ ველოდებით ყველა გულანთებულ მამულიშვილს, იმედი მაქვს, რომ ხალხი მასობრივად გამოვა, მაგრამ ნუ გვექნება ზედმეტი მოლოდინი, რომ ერთი, თუნდაც დიდი მიტინგით რეჟიმს დავამთავრებთ, რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებთ, მაგრამ მიტინგები, პერმანენტული აქციები უნდა იყოს უწყვეტი, რათა ეს გველეშაპი მოიშთოს საკუთარ ბუდეში“, - აცხადებს ნათელაშვილი.