პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

21:13 11-08-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქუშანაშვილების რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ოჯახის კუთვნილ ერთსართულიან საცხოვრებელს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, ელექტროგაყვანილობა სახელდება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი