კადრები მონტაჟის გარეშე: ვინ და როგორ ცდილობენ ფილმის პრემიერის ჩაშლას

17:08 11-08-2019
224

ვერის ბაღში რამდენიმე ულტრანაციონალისტური მოძრაობის, მათ შორის „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“, „ქართული არსის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

„გთხოვთ დამელოდეთ 6-ის ნახევრამდე არ გავაკეთებ მედიასთან კომენტარს, იქამდე დატკბით ვერის ბაღით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ. 

ცოტა ხანში შეკრების ორგანიზატორები დაახლოებით 300-მდე შეკრებილს სამოქმედო გეგმას გააცნობენ და განუმარტავენ, როგორ აპირებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას.