ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

14:06 11-08-2019

ქუთაისის ციხეში მყოფი კობა ომანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ პატიმრის ადვოკატი ილია ჯანელიძე ამბობს.

ადვოკატის თქმით, პატიმარი 35-ე დღეა მშრალ შიმშილობაზეა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.

„უმძიმესი მდგომრეობაა, უკვე კრიტიკულია. წონაშია ძალიან დაკლებული და დაბალი წნევა აქვს. შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს ეს ყველაფერი“, - ამბობს ადვოკატი.

ილია ჯანელიძის თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი საქმით მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან.

ადვოკატს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მოინახულა თუ არა პატიმარი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

„ვიცი, რომ შეატყობინეს, მაგრამ ნახა თუ არა ზუსტად არ ვიცი. დღეს უნდა შევხვდე ბრალდებულს და გავიგებ ზუსტ ინფორმაციას“, - ამბობს ადვოკატი.

კობა ომანაძე 2 ოქტომბერს ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს, რასაც თავად დაკავებული არ აღიარებს.

 

ავტორი: თეო აბესაძე