ვრცელდება ვიდეო, რომელიც ბიშკეკის ცენტრში აფეთქებას ასახავს

12:55 11-08-2019
13

ყირგიზეთში, დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ ბარში სამი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად იმყოფებიან სამართალდამცველები, ასევე სახანძრო და სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  აფეთქების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია, ასევე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზიც. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი შესაძლოა, გაზის ბალონების აფეთქება გამხდარიყო.