ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

შუქი

საზოგადოება 1714105613

დენი გაითიშება! - გადაამოწმეთ მისამართები

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება.შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების, რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩისქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილისქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძისქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.

ილია თოფურია

საზოგადოება 1714079996

VIDEO: ესპანელმა მომღერალმა ილია თოფურიას სიმღერა მიუძღვნა - კლიპში ქართველი ჩემპიონიც ჩანს

ესპანელმა მომღერალმა ომარ მონტესმა ილია თოფურიას სიმღერა მიუძღვნა. კადრებში, რომელიც Youtube-ზე გავრცელდა, ჩანს ქართველი მებრძოლი და ჩემპიონი, ილია თოფურიაც.„მავსებს მათი მრისხანე გამომეტყველების დანახვა, ილია თოფურიასავით ვენდობი ჩემს თავს,“ - ამბობს სიმღერის ტექსტში ესპანელი.ვრცლად ↓

ფული

ჰოროსკოპი 1714079887

ვის გვერდით გამდიდრდებით – ფინანსური კეთილდღეობის ჰოროსკოპი

ასტროლოგთა მტკიცებით, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას, არამედ ვარსკვლავების ფულთან დამოკიდებულებასაც. გნებავთ გამდიდრება? მაშინ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპით შეარჩიეთ.ვერძივერძი ჰაერის სტიქიის ნიშნებთან ახლოს უნდა იყოს, განსაკუთრებით კი – მერწყულთან. ეს მათთვის იდეალური წყვილია. სასწორსაც შეუძლია ფულადი წარმატების მოტანა. სამაგიეროდ მორიელებს უნდა ერიდოთ, ისინი ყველაფერს ქარს გაატანენ.კუროკუროებისთვის სასარგებლოა მერწყულებთან და მორიელებთან კავშირი. ეს მათ არნახულ ფინანსურ წარმატებას უქადის. არ იქნება ცუდი, ასევე, ცეცხლის ნიშნებთან (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) კავშირიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუროებს ნერვების მოშლა გარანტირებული ექნებათ.ტყუპიტყუპებს ფულის შოვნა ლომთან ერთად შეუძლიათ, მათთვის ლომი ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული მშვილდოსნის გვერდით თავადაც კარგად შოულობენ ფულს, მაგრამ პარტნიორ ტყუპებს ვერაფრით ეხმარებიან. მორიელებს კი, საერთოდ, ტყუპების გაკოტრება შეუძლიათ.კირჩხიბიკირჩხიბებს გასამდიდრებლად ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან კავშირი ესაჭიროებათ. კუროს ვარიანტიც გამოდგება, ისინი თვითონაც იშოვიან ფულს და კირჩხიბსაც აშოვნინებენ.ლომილომი ტყუპთან წყვილში გამდიდრდება. ეს წყვილი, უბრალოდ, ძალიან იღბლიანია ფინანსებში. ერთად ისინი ძალიან მალე გამდიდრდებიან. ლომს ბედნიერი და მდიდარი ცხოვრებისთვის, ასევე, გამოადგებიან სასწორი, მერწყული, თხის რქა, ქალწული და კურო. სამაგიეროდ უნდა ერიდოს მორიელს, მისი სიახლოვე ფულად იღბალს დააფრთხობს.ქალწულიქალწულებს მორიელის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუკი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის მორიელი მთლიანად არათავსებადია ფულად საკითხებში, ამ შემთხვევაში ის კაპიტნის როლს თამაშობს. მორიელები ქალწულებს განვითარების გზების მოძიებაში დაეხმარებიან. თავიანთი ინტუიციით ისინი ქალწულებს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობებს დაანახვებენ. ნახეთ სრულად

ჯადო

რჩევები 1714079765

ჯადო ფულზე - როგორ გავანეიტრალოთ ჩვენით და როგორ გავაკეთოთ ბარაქისა და ფულის მოზიდვის თილისმა

ფულთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს სერიოზული დისკომფორტის წყარო ცხოვრებაში და ხშირად ჩვენ ვიწყებთ მიზეზების ძიებას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ჯადო ფულზე, რომელიც, ბევრის აზრით, ფინანსური წარუმატებლობისა და დაბრკოლებების მოსაზიდადაა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ჯადოს  არსებობა და მისგან თავის დაღწევა, სხვადასხვა მეთოდისა და რიტუალის გამოყენებით.პრობლემის გადაჭრის პირველი ნაბიჯი არის იმის დადგენა, არის თუ არა ჯადო. დაზიანების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში:ფინანსური სირთულეები: შემოსავლის მუდმივი კლება, მოულოდნელი ხარჯები, საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.ბიზნესის წარუმატებლობა: ბიზნესის გაუარესება, მომხმარებელთა წასვლა, გარიგების გაუქმება და სხვა სამუშაო პრობლემები.ემოციური ცვლილებები: განწყობის გაუარესება, გაურკვევლობა, მუშაობისა და განვითარების სურვილის ნაკლებობა.თუ შეამჩნევთ ასეთ ნიშნებს, შესაძლოა ღირს ყურადღება მიაქციოთ თქვენს ცხოვრებაში ფულის ჯადოს შესაძლო არსებობას. ჯადოს არსებობის უფრო ზუსტად დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ რიტუალი ეკლესიის სანთლით:მოამზადეთ სანთელი, კუპიურა და ადგილი რიტუალისთვის.აანთეთ სანთელი და თქვით ლოცვა, იკითხეთ, გაქვთ თუ არა ჯადო. დააკვირდით სანთლის ალის ქცევას: კაშკაშა და თანაბარი ალი მიუთითებს ჯადოს არარსებობაზე, ხოლო ალის ციმციმი შეიძლება მიუთითებდეს ნეგატივის არსებობაზე.როგორ მოვიშოროთ ჯადოს გავლენა თუ ჯადო გამოვლინდა, შეგიძლიათ სცადოთ მისი გაუვნებელყოფა სხვადასხვა რიტუალის გამოყენებით:1. რიტუალი ხუთშაბათის შავი მარილის გამოყენებითეს რიტუალი ემყარება მარილის, როგორც გაწმენდისა და დაცვის საშუალებას გამოყენებას.ნაბიჯები:ჩაყარეთ ცოტა ხუთშაბათის მარილი თქვენი ტანსაცმლის, ჩანთის თითოეულ ჯიბეში. ასევე მოათავსეთ მარილის პატარა ტომარა თქვენი მაგიდის უჯრაში.თუ ნაღდი ფული გაქვთ, მოათავსეთ კონტეინერში და მოაყარეთ მარილი. ნეგატივის სიმბოლურად დასაბრუნებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფული ქველმოქმედებისთვის, გონებით ან ხმამაღლა წარმოთქვათ შესაბამისი ლოცვა ან დადასტურება.ლოცვის მაგალითი: ”მე ვაძლევ სიკეთეს, არ ვიკავებ ბოროტებას, ვეხმარები სუფთა ფულით სუფთა გულიდან”.თუ ფული გჭირდება, ეცადე გამოიყენო ისე, რომ ხურდა არ დაგიბრუნონ. ამგვარად დააჩქარებთ ფულის დახარჯვის პროცესს და რწმენის მიხედვით, მოიშორებთ უარყოფით ენერგიას.2. რიტუალი გზაჯვარედინზეეს რიტუალი გულისხმობს სიმბოლიზმის და სიმბოლური მოქმედებების გამოყენებას ნეგატივის განდევნის მიზნით.ნაბიჯები:იპოვეთ მიტოვებული გზაჯვარედინი, სასურველია ოთხი გზა, რომელიც განასახიერებს არჩევანსა და მიმართულებას.დადექით წრის ცენტრში, რომელსაც გზაჯვარედინზე დახატავთ და წარმოთქვით ლოცვა ან სიტყვები ზიანის მოსაშორებლად და იღბლისა და კეთილდღეობის მოსაზიდად.გადაყარეთ მონეტები მარცხენა მხარზე, ზურგს უკან, ეს სიმბოლოა ნეგატივისა და პრობლემების დაბრუნებაზე. ამის შემდეგ დატოვეთ წრე და გაემგზავრეთ სახლში.ლოცვის მაგალითი: ”მე ვიხდი ბოროტების მოსაშორებლად, აღარ მაქვს პრობლემები, მთელ ბოროტებას ვუბრუნებ პატრონს. მე გადავიხდი არა მარტო ფულით, არამედ ქმედებებით. მე დავეხმარები სუსტებს, არ ავუვლი გვერდს სხვის უბედურებას, არასოდეს გავუყვები ნეგატივის გზას“.3. რიტუალი თილისმის შექმნითეს რიტუალი ემყარება თილისმის შექმნას კეთილდღეობის დასაცავად და მოსაზიდად.ნაბიჯები:შეკერეთ ტომსიკა მწვანე ან ოქროსფერი ქსოვილისგან. მოათავსეთ მონეტა, კუპიურა, მწიკვი მარილი, ავშნის ტოტი და რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი.დაკიდეთ ამულეტი თქვენი სახლის კარზე, თქვით ლოცვა ან დადასტურება ნეგატივისგან თავის დასაცავად და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.ლოცვის მაგალითი: ”მე ვხსნი საკუთარ თავს ჯადოს, არ ვცნობ ნეგატივს. როგორც მარილით ვიწმენდ, ისე მოვიშორებ სხვის შურს. ჩემი თილისმა შეაჩერებს უბედურებას, მოიზიდავს ბედნიერებას და მიხსნის უბედურებისგან“.ასევე ნახეთ:სკანდალური სასამართლო პროცესი - რა ჩვენება მისცა ნათელმხილველმა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე„ჩაჭერილი აქვს ჩემზე...“ - სალომე უშხვანის და ანი ყიფშიძის დაპირისპირება პიკს აღწევს

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1714079015

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიკარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, დაიწყოთ ფიქრი სამსახურის შეცვლაზე, აქტუალურია ასევე, ხელმძღვანელ პირებთან სხვადასხვა საკითხების განხილვა.კუროდღეს, შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან შეასრულონ ძველი დაპირებები. ერიდეთ ავადმყოფ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ.ტყუპებიკარგია, დღეს, ცოდნის ამაღლება, რაიმეს სწავლა, ლექციების ჩატარება. იმუშავეთ სამომავლო გეგმებზე.კირჩხიბისასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და განაახლოთ ისინი. ასევე, სასარგებლო იქნება მეგობრებთან სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების, საქმიანი სფეროსა თუ კომერციული იდეების განხილვა.ლომიაწარმოეთ მოლაპარაკებები, მოიძიეთ ბიზნესპარტნიორები, ახალი სამუშაო პერსპექტივები, ან წამოიწყეთ რემონტი სახლში.ქალწულიკარგია, საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, ყოველივე ძველისგან გათავისუფლება, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას,ჩაიტარეთ პროცედურები, რომელიც უკავშირდება ორგანიზმის გაჯანსაღებას.სასწორიდიდია კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა, ამიტომ, ეცადეთ, არ ჩაერთოთ გარემოს ქაოსში. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისა და ურთიერთობებისგან.მორიელიაიმაღლეთ განწყობა, წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიცავით ზომიერება და პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ.მშვილდოსანიდიდი ალბათობით, დღეს, კარგად წარიმართება ფინანსური მოლაპარაკებები, ასევე, პოზიტიურად განვითარდება დღეს წამოწყებული საქმეები.თხის რქანუ იჩქარებთ ხელშეკრულებების გაფორმებას, შესაძლოა, ამან სამომავლოდ გარკვეული თავსატეხი გაგიჩინოთ. კარგად აწონ-დაწონეთ ყოველი საკითხი და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ გარემოებები.მერწყულიმატულობს ვალდებულებები, მაგრამ თქვენს მონდომებას და ძალისხმევას შთამბეჭდავი შედეგები და კმაყოფილება მოაქვს, რაც მეტ სტიმულს გაძლევთ და ენერგიით აგავსებთ.თევზებინუ იტყვით უარს ძველ ურთიერთობებზე, ახლა, სჯობს, შეინარჩუნოთ სტაბილურობა და იფიქროთ კომპრომისებსა და ურთიერთგაგებაზე.