ნეკრომაგი, რომელიც შესაძლოა სასაფლაოზე შემოგხვდეთ - „მიცვალებულები კარგი მსმენელები არიან“

21:21 11-05-2019
3420

სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ ფოტოებს, რომელიც სასაფლაოებზეა გადაღებული. ფოტოზე კი დაფიქსირებულია ახალგაზრდა გოგოსა, ან კაცის ფოტოები სრულიად უცხო ადამიანების საფლავზე. ეს ფაქტი ბუნებრივია, არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. რატომ გვხვდება მსგავსი ფაქტები, ამას ნეკრომაგი განმარტავს.

მია როდსი ნეკრომაგი და პარაფსიქოლოგია. ის ხშირად სტუმრობს სასაფლაოებს და როგორც თავად ამბობს, მასთან დახმარების სათხოვნელად მისულ ადამიანებს მიცვალებულების დახმარებით ჯადოს და საგვარელო წყევლას უხსნის.

როცა 5 წლის ბავშვები თოჯინებით თამაშობდნენ და დედის ლამაზ ფეხსაცმელებს ირგებდნენ, სულ სხვა ინტერესები მქონდაო - ამბობს მია.

ირწმუნება, რომ პირველად სწორედ ამ ასაკის იყო, როცა სახლის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე გაიპარა და იქაურობა ძალიან მოეწონა. 

„უმეტესობას ეშინია მიცვალებულების და სასაფლაოსი, მაგრამ რატომ?! ისინი ყველაზე კარგი მსმენელები არიან, არსად ეჩქარებათ , არ გღალატობენ, განსხვავებით ცოცხლებისა, ამიტომ იქ ყოფნა მირჩევნია“.

„ჩემს თავში მაგიის ნიჭი ღრმა ბავშობიდან აღმოვაჩინე. ბებია მყავდა ძლიერი მაგი. როცა მიხვდა, რომ მეც მქონდა მისნაირი ნიჭი, მასწავლიდა რაღაცებს. თუმცა სულ ვსაყვედურობდი, რომ ბევრი რამე  ესწავლებინა, ალბათ ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა. ამ პროფესიაში სწორედ ის ადამიანები იღუპებიან რომელთაც გონიათ რომ ბევრი რამე იციან. ლოს ანჯელესში ცხოვრების დროს ბევრ მაგს და შამანს ვხვდებოდი და ისეთ რაღაცეებს ვხედავდი, რაც ბებიაჩემმა იცოდა. ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, მერე დავიწყებაც. თუ დაბადებიდანვე გერგო ვერსად გაექცევი, ბევრ რამეში ვცადე ჩემი თავი, იურისტობა მინდოდა, მაგრამ ვერსად გავიქეცი. 
„მკითხავების არ მჯერა. როგორ შეიძლება მომავალი იწინასწარმეტყველო, როცა შენი მომავალი შეიძლება წამში ასჯერ შეიცვალოს. მკითხავთან სიარული და რაღაცეების მოსმენა კოდირებაა. მე რომ ყოველ დღე გითხრათ თქვენ და დაგაჯეროთ რომ მილიონერი გახდებით,თქვენც აუცილებლად ირწმუნებთ. მე პარაფსიქოლოგი ვარ, ვხედავ ადამიანს აქვს თუ არა ჯადო. ნეკრომაგი ვარ, რომელიც დახმარების სათხოვნელად სასაფლაოზე დადის მიცვალებულებთან, მთავარია იცოდე როგორ თხოვო და რა უნდა გადაიხადო ამის საფასურად“,- ამბობს მია.

„ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოსულ ადამიანებს პაციენტებს ვეძახი. პაციენტია ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლიზმის, ნარკომანიას და თამაშდამოკიდებულების დაძლევაში ეხმარები. მოდიან ადამიანები, რომელსაც ჯადო აქვთ გაკეთებული. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არა, მაგრამ მოსულან მათი მეგობრები. ბოლოს ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეგობარი იყო  მოსული, თუმცა რა თხოვნით და როგორ დასრულდა რა თქმა უნდა ვერ გეტყვით“.

„ჯადო, ეს არის ენერგოინფორმაციული დარტყმა ადამიანზე. თუ მას სასაფლაოს ჯადო აქვს გაკეთებული ფეხზე ვეღარ დგება საერთოდ. მიდის ექიმებთან, იკეთებს სისხლის ანალიზს, ხედავს რომ იქ ცვლილელებები არ არის. თუმცა არის უენერგიოდ, არაფრის ძალა არ აქვს, ღრმა დეპრესიაშია, მუდმივად ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ჩათვალეთ მიცვალებული დადის მიწის ზემოთ. ყველა უბედურება ერთმანეთის მიყოლებით ატყდება თავს. სამსახურში, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა. ეს არის ჯადო“.

„ბევრი ხუმრობა არსებობს იმაზე როცა სარკე ტყდება, არასერიოზულად მიიჩნევენ. რეალურად კი პირველად სწორედ ამით ჩნდება იმ საშინელი ენერგიის დარტყმა ადამიანზე. იწყება ღამის კოშმარები. თუ რომელიმე ქვას ატარებს, თუნდაც ბრილიანტს, შესაძლოა ძლიერი მაგიის დროს ისიც გატყდეს. პირველი, რასაც ურტყავს ფინანსებია. თუ სასაფლაოს მაგიაა ფიზიკურად პირველი გენიტალიებს ურტყავს. ქალბატონების შემთხვევაში საკვერცხეები, მამაკაცის შემთხვევაში სასქესო ორგანო და თირკმელები“. 


„ჯადოს გაკეთება, სამწუხაროდ ძალიან ბევრს შეუძლია, არაპროფესინალურადაც აკეთებენ, მაგრამ მაინც ურტყავს შედეგი, მაინც აზიანებს. სასაფლაოს ენრგია უკონტროლო და დამანგრეველია. სასაფლაოს ჯადოს მოხსნა, მხოლოდ სასაფლაოზეა შესაძლებელი. ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის დღეს ტელევიზიით უცოდველი სახით, არ აღიარებენ, რომ სასაფლაოს მაგიით არიან დაკავებულნი, მე ერთადერთი ვარ, რომელმაც ეს ვაღიარე.  ჯადოს მოხსნა კი რამდენიმეს შეგვიძლია, ბევრმა შეიძლება არც აიღოს საკუთარ თავზე. არის ბევრი რამე, რასაც მე არ ავიღებ საკუთარ თავზე. არანაირ ფასად არ მიღირს უმძიმესი საგვარეულო წყევლის მოხსნა“.


„წარმოიდგინეთ, მე მყავს პაციენტი, რომელმაც სამი პატარა შვილი დამარხა. როგორც აღმოჩნდა ჯადოს მისი ქმრის საყვარელი უკეთებდა. ახლა მითხარით რისი ღირსია ეს ადამიანი. ის ხომ ყველაზე ცუდს იმსახურებს, იმდენად ცუდს რომ სიკვდილი მისთვის შვებაა. უმძიმესი იყო, როცა ერთ-ერთი ქალბატონის  შვილის გარდაცვალება დავინახე და ვუთხარი, მაშინ გაიქცა და რაღაც პერიოდი დაიკარგა. როცა ეს ამბავი მოხდა, შემდეგ შემეხმიანა“. 


„მოდიან დედები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ორჯერ არის ის გოგო განათხოვარი, შვილი ჰყავს და ჩემს შვილს უყვარს და გადააყვარეო. თუ ვხვდები, რომ არის იმის შანსი აზრი შევაცვლევინო და სხვა კუთხით დავანახო ყველაფერი, ძალიან ბედნიერი ვარ-ხოლმე, მაგრამ, თუ ვხვდები, რომ უსაშველოა, ვბლოკავ.  ჩვენი სოციუმი კიდევ ვერ განთავისუფლდა იმისგან რომ ორჯერ განათხოვარი ქალი, სრულფასოვანი ქალია. ერთხელ ერთი გოგონა მოვიდა ჩემთან, ჩემი დედამთილთან მეგობრობ სოციალურ ქსელში და ჯადოს ხომ არ მიკეთებსო“.

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე