გიორგი ანდრიაძე -  მეუფე პეტრემ საქციელი უნდა მოინანიოს

14:41 11-05-2019
22

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა საქციელი უნდა მოინანიოს.

მისივე თქმით, თუ მართლაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებზეც პეტრე ცაავა საუბრობს, ისინი ეკლესიის რეპუტაციის შელახვის მიზნით, უშიშროების მიერ ჩანერგილები იქნებიან.

„მათი მიზანი იყო ეკლესიის რეპუტაციის შელახვა. არ გამოვრიცხავ, ასეთი პირები არსებობდნენ, მითუმეტეს, როცა ამას აცხადებს მეუფე პეტრე, რომელიც არის ფაქტობრივად ახალაიების ოჯახის წევრი. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაციები მთელი იმ ფაშისტური მანქანის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა“,- აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პატრიარქის მიმართ უხამსი ბრალდებები გააჟღერა. ამის მიზეზი სინოდის მიერ მისი მღვდელმთავრობიდან განყენება გახდა.