მამაჩემს სახე დაჩეხილი ჰქონდა. 4 დღე ჭაობში ხოხავდა - შინდისის გმირის შვილის ჩანაწერი მამაზე

11:10 11-05-2019
458

„ჩემი გმირი“ ამ სათაურით სკოლის მოსწავლემ, ნატა ცანავამ თემა დაწერა. როგორც აღმოჩნდა, პატარა გოგონას გმირი მამა თენგო ცანავაა, რომელიც აგვისტოს ომის დროს, შინდისში იბრძოდა.

ნატა წერს, რომ მამამისს სახე დაჩეხილი ჰქონდა, ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა და 4-5 დღე ჭაობში ხოხავდა.

მას მამის მძიმე თავგადასავალი შინდისის ბრძოლაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდა, ამ ემოციებზე პატარა მოსწავლე თავად წერსwidth=720/