McDonalds-ის გენერალური დირექტორი თანამშრომელთან რომანის გამო გადააყენეს

11:13 11-04-2019
120

McDonalds-ის გენერალური დირექტორი სტივენ ისტერბრუკი საკუთარი თანამდებობიდან თანამშრომელთან სასიყვარულო რომანის გამო გადააყენეს. ამის შესახებ BBC წერს. 

მიუხედავად იმისა, რომ ისტერბრუკს ცოლი არ ჰყავს და რომანის მომხრე ორივე მხარე იყო, ტოპ-მენეჯერის ქცევას დაარღვია კორპორატიული წესი, რომელიც კრძალავს მსგავს ურთიერთობებს. თვითონ ისტერბრუკმა თავის ქცევას „შეცდომა“ უწოდა და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას დათანხმდა. 

ისტერბრუკი McDonalds-ს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 2-ჯერ გაიზარდა.