თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

10:02 11-04-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

თავდაცვის მინისტრმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.