მარტვილის ეპარქიაში კომისიამ ქონების აღწერა დაიწყო

16:07 11-03-2019

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა. ჯგუფი მუშაობას ხვალ გააგრძელებს. შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა და ამჟამინდელმა მმართველებმა.

,,დავწერეთ გეგმა, ვენდობით ერთმანეთს. ყველაფერი იქნება აღწერილი.- განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, კომისიაში ირიცხება იღუმენია თამარ გამყრელიძე, მამა ანდრია სარია და სხვა კომპეტენტური პირები. ,

,სამუშაო გეგმა შედგა, ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე ჩატარდება ინვენტარიზაცია, შემდეგ აბაშის. აბაშის წარმომადგენელი არის კომისიის წევრი. მე ბოლომდე არ დაველოდები, აქ კომისია იმუშავებს. მე დავტოვებ ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ. გადავწყვიტე საქართველოში ვიქნები. - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრემ.

ავტორი : თეა შონია