სიცარიელეში გადახდილი თანხა - იმედგაცრუებული მომხმარებელი ფოტოებს აქვეყნებს

09:56 11-03-2019
575

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ციკუბაძე ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ჭიქის ნაყინისთვის გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და განმარტავს, რომ ჭიქაში არსებული ნაყინის მოცულობა, ნორმაზე გაცილებით ცოტაა და მასში გადახდილი თანხა, ფაქტობრივად გადაყრილი.

„სასოწარკვეთილი არა მაგრამ გაოცებული ვარ. ჩემი საყვარელი ნაყინია თოლია „პლომბირი“ ჩემი კუჭის ამბავი რომ ვიცი, ვიყიდე 9 ცალი, მაგრამ ჯამში ჰა ჰა 3 ცალი გამოვიდა ... ფოტოზე კიდევ კარგად არ ჩანს რამდენად ცოტა დევს, მხოლოდ თავია, დაბლა სიცარიელე, გვერდზეც სიცარიელე, სად წავიდა? ჩიტმა წაიღო? გადავიხადე ამ „სიცარიელეში“ 5 ლარი და 40 თეთრი, ანუ არაფერში, ამის მერე სხვა ფირმის ნაყინს ვიყიდი 15 ცალს. (რა თქმა უნდა, ცუდად არის გაყინული, მაგრამ მოცულობა იმაზე გაცილებით ცოტაა, რაც უნდა იყოს)“, - წერს იმედგაცრუებული მომხმარებელი.