თელავში ჭაჭის ფესტივალი ტარდება

13:51 11-02-2019
19

ფესტივალზე კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტი შესაბამისი კუთხით არის წარმოდგენილი.

თელავის დრამატული თეატრის მსახიობები მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებით კახეთის ეთნოგრაფიას, ტრადიციასა და რიტუალებს აცოცხლებენ. მოწყობილია კახური „ზაოდი“, რომელთან ერთადაც კახური სამზარეულოს კერძები მზადდება.

ფესტივალის მიმდინარეობისას ფოლკლორული ანსამბლები ტრადიციულ კახურ მრავალხმიანი სიმღერებსა და კაფიებს შეასრულებენ.

საფესტივალო დღის ბოლოს გამარჯვებულ ჭაჭის მწარმოებელ გლეხებსა და კომპანიებს დააჯილდოებენ.

ღონისძიებას მაკა ზამბახიძისა და ჯგუფის NON STOP კონცერტი დაასრულებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი