დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ვიეტნამელი იყო

10:17 11-02-2019

დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ვიეტნამელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის უფროსის თანაშემწემ ტიმ სმიტმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე გარდაცვლილის ნათესავი იპოვეს და ვიეტნამის მთავრობას დაუკავშირდნენ. ასევე  იდენტიფიცირებულია რამდენიმე ცხედარი.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ.