ავარია მარნეულის ავტომაგისტრალზე - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

22:17 11-01-2019
193

დღეს, 1 ნოემბერს, 19:00 საათზე, მარნეული-სადახლოს გზის მეოთხე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 11 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მარნეულის საკრებულოს დეპუტატი აზად ქარიმოვი ავრცელებს.  

მისი თქმით, 112-ს რამდენჯერმე დაურეკეს, ადგილზე კი გვიან მივიდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დაშავებული აზად ქარიმოვმა თავად გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული.

წყარო: 24.news.ge