გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან - რას ამბობს ის მის შესაძლო შეწყალებაზე

18:19 11-01-2019
313

მსჯავრდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ადვოკატს ციხიდან წერილი გამოატანა, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი მისი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს და დააკმაყოფილებს სინოდის შუამდგომლობას.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს სკანდალურ ბრალდებებს და გუშინ სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, დეკანოზი აღნიშნავს, რომ „სინოდზე განვითარებული მოვლენები არის უაღრესად მძიმე. ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“.

დეკანოზი მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

მისთვის სინოდზე და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“,- წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე წერილში.