რას აკეთებ, სად ხარ? - ბავშვის კითხვა ღმერთს სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

18:02 10-31-2019
269

რას აკეთებ, სად ხარ? - ამ წარწერით ფოტო, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

ფოტო არის „მარკეტერის“ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიდან: რომელშიც მეოთხე და მეხუთე  კლასის მოსწავლეებს კითხეს, თუ რა კითხვები აქვთ ბავშვებს ღმერთთან?

ამ მრავლისმთქმელი ფოტოთი საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

დღეს სრულიად საქართველო წმინდა სინოდის სხდომას ელოდა, რომელიც საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკიმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.