მზად ვიყავი დავჩოქილიყავი და და მეთხოვა, რომ პეტრესთვის შანსი მიგვეცა, თუმცა თავად გადაჭრა ეს გზა - მეუფე საბა

15:45 10-31-2019
179

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი“,- ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე საბამ განაცხადა.

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როცა მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება.

ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული. თუკი ეკლესიაში პრობლემებია, მღდელმთავარმა ეს სინოდზე უნდა განიხილოს და არა საჯაროდ.

ეს არის დაუსაბუთებელი ლაპარაკი. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი რომ მეთხოვა, დავჩოქილიაყავი და მეთხოვა, რომ პეტრესთვის შანსი მიგვეცა, თუმცა თავად გადაჭრა ეს გზა“,- განაცხადა მეუფე საბამ.