„უნდა გამოიმუშაონ და არა იყიდონ“ - Twitter-მა ყველა პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა

00:35 10-31-2019
34

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა მთელს მსოფლიოში მთლიანად აკრძალა პოლიტიკური რეკლამა და განაცხადა, რომ ასეთი მესიჯების წარმატება „უნდა გამოიმუშაონ და არა იყიდონ“.

„მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-რეკლამა ძლიერი და ძალიან ეფექტურია რეკლამის დამკვეთებისთვის, ამ ძალაუფლებას რისკი მოაქვს პოლიტიკისთვის“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი. 

Twitter-ის გადაწყვეტილება განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც ამ წლის დასაწყისში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა გამორიცხა.