რუსეთი წყალქვეშა ნავებით ამერიკის სანაპირომდე მიღწევას ცდილობს - რას ჰყვება ნორვეგიის დაზვერვა

23:22 10-30-2019
42

ნორვეგიულმა ტელეარხმა NRK-მ სადაზვერვო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსული წყალქვეშა ნავები ატლანტის ოკეანეში ახორციელებენ ოპერაციას, რომლის მიზანია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საიდუმლო გასასვლელის დამუშავება. 

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობას იღებს 10 წყალქვეშა ნავი, მათგან 8 - ბირთვულია. მათი მიზანია, შეიძლება შორს გაცურონ ატლანტის ოკეანეში ისე, რომ არავის დაეფიქსირებინა მათი გადაადგილება. 

ტელეკომპანიამ ამ წყალქვეშა მანევრებს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური უწოდა.  

რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, ნორვეგიული მედია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, წყალქვეშა ნავების გადაადგილება ეს ბარენცის და ნორვეგიის ზღვებში გეგმიური წვრთნების ნაწილია.