სინოდის სხდომას მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი დაესწრება

16:17 10-30-2019
16

მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკისთვის უცნობია, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალ წმინდა სინოდის სხდომაზე.

„წინასწარ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე ხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტი მსოფლიოს საპატრიარქოს, რომელსაც აქვს უფლება მიანიჭოს, მან მიანიჭა, ელადის ეკლესიამ აღიარა . ჩვენ ამის გადახედვის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ ის უკვე არის დამოუკიდებელი ეკლესია. არც ის ვიცი მოხდება თუ არა მამა გიორგი მამალაძის საკითხის განხილვა“,- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

მისივე თქმით, ფოთიდან პირდაპირ თბილისში მიდის და დაესწრება სინოდის სხდომას. მისივე თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო.

„აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას.ჯერ, უპირველეს ყოვლისა უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე იქნება რა თქმა უნდა შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რა კონტექსტში,რატომ ხდებოდა რა საჭიროებამ მოითხოვდა“,- განაცხადა მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა.

 

ავტორი: თეა შონია