And Then We Danced-ის პრემიერის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

15:44 10-30-2019
42

კინოაფიშას ინფორმაციით, ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის პრემიერაზე ბილეთების გაყიდვა დღეს, 5 საათზე დაიწყება.

ფილმი რამდენიმე დღით გამოვა და ქართულ კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გავა. როგორც ცნობილია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მსახიობები საჯარო ჩვენებას არ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.