ვარკეთილში მოკლული ტაქსის მძღოლის მკვლელობაში, ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

12:25 10-30-2019
83

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში მოკლული ტაქსის მძღოლის მკვლელობაში, ბრალდებულის, გიორგი ნიჟარაძის  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე რომან ხორავა მსჯელობს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.