მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია - ანა დოლიძე ამბროლაურის მერის მიერ მოგებულ „პორშეზე“ წერს

11:35 10-30-2019
501

იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიაში, ამბროლაურის მერის მიერ „ლიდერბეთის“ გათამაშებაში „პორშეს“ მოგების ფაქტს ეხმაურება.

„ამბროლაური - რაიონი, სადაც უკიდურესი სიღარიბეა, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი შემწეობას იღებს, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბებიები და ბაბუებია, სადაც ბოლო წლები არაფერი გაკეთებულა, სადაც ბიუჯეტის 5-ჯერ მეტი იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ვიდრე სოციალურზე, მერი ზვიად (დათო) მხეიძე აქტიურად და ღიად თამაშობს აზარტულ თამაშებს. მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია. მისი 48 ბილეთიდან ერთმა გუშინ პორშე მოიგო. ქართული ოცნება / Georgian Dream რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ სახელმწიფო? რა ხალხი გყავთ რაიონებში? და თქვენ არ ხართ გადაბმული კუდებით აზარტულ ბიზნესთან ჩვენი ახალგაზრდების მომავლის ხარჯზე“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ამბროლაურის მერმა ზვიად (დათო) მხეიძემ „ლიდერბეთის“ გათამაშებაში 2019 წელს გამოშვებული „პორშე“ გუშინ მოიგო.