ილია მეორის გადადგომაზე ინფორმაცია მიქაელ ბოტკოველმა განმარტა

20:50 10-29-2019
443

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებდა, მტკნარი სიცრუეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას, ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართველ საზოგადოებას, რომელიც ძაბავს მათ და იწვევს მათი კიდევ უფრო უარყოფითად დამუხტვას.

დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ის ატარებს რეზიდენციაში რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში“,- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა..

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია მეორე განცხადების გაკეთებას და გადადგომას აპირებდა, თუმცა, ის ქალაქიდან გაარიდეს.

დღეს საპატრიარქოში დეკანოზმა მიქაელ ბოტოკოველმა გააკეთა განცხადება, რომ 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა დაინიშნა.