რა მიზნით იმყოფება საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს უხუცესი მღვდელმთავარი

18:21 10-29-2019
260

 საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს უხუცესი მღვდელმთავარი, პერგამოს მიტროპოლიტი იოანე იმყოფება. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოში განუცხადეს, მიტროპოლიტი იოანე ცნობილი ღვთისმეტყველია და საქართველოში სხვადასხვა საკითხზე დისკუსიაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. 

უხუცესს მღვდელმთავარს ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მასპინძლობს. შეხვედრას სხვა მღვდელმთავრებიც ესწრებიან.