მერსედეს ვერა-მარტინი: არ არის ბევრი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მსგავსად წარმატებულ რეფორმებს ატარებს

18:20 10-29-2019
46

არ არის ბევრი ქვეყანა, რომლებიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს და საქართველოს მსგავსად წარმატებულ რეფორმებს ატარებს,- ასე გამოეხმაურა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს.

„თქვენი ქვეყანა ძალიან პროაქტიურია მთვარობის ეფექტურობის გაძლიერების მიმართულებით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს 3 წლიანი პროგრამა, რაც არის საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი განაცხადი საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რომელიც ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“-განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინიმ.

შეგახსენებთ, რომ სსფ-ს ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, „ქეის სთადის” სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები წარმატებულად არის შეფასებული.