აკაკი ზოიძე: ეს არის უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა

18:17 10-29-2019
17

ეს არის უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა,- ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე წყალტუბოს განვითარების პროექტს, რომლის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ამ უნიკალური პროექტის განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უმძლავრესი სტიმული იქნება არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

„ეს არის მართლაც უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა. უამრავი ადამიანისათვის დღემდე პოპულარულია კურორტები, გერმანიაში განსაკუთრებით, ევროპაში და პოტენციალი რომ, ჩვენ მივიღოთ ახალი, მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების ნაკადი საქართველოში, სავსებით რეალურია. ამ უნიკალური პროექტის განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმძლავრესი სტიმული იქნება არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ სხვა რეგიონებისა და მთლიანად საქართველოსთვის“ - განაცხადა აკაკო ზოიძემ. მისი თქმით, საუბარია ძალიან შთამბეჭდავ მასშტაბებზე, რომელიც რეალურად შეუქცევად პროცესებს დაიწყებს. „საუბარია 20 000 სამუშაო ადგილზე, ეს ნიშნავს მინიმუმ ასიათასი ადამიანის გაუმჯობესებულ მატერიალურ მდგომარეობას”,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.