ოთხი მეუფე და ორი თეოლოგი - რა შეუთვალა მათ ციხიდან დეკანოზმა გიორგი მამალაძემ

16:56 10-29-2019
4

დეკანოზი გიორგი მამალაძე ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს და ციანიდის საქმის საზოგადოებრივი განხილვის იდეით გამოდის.

„პრაიმტაიმს“ სასულიერო წრეებში უთხრეს, რომ გიორგი მამალაძე მის საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს. კომისიის შემადგენლობაში კი მოიაზრებს ოთხ მეუფეს და ორ თეოლოგს, ესენი არიან: 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი

ასევე თეოლოგები: ლადო ნარსია და გიორგი ტიგინაშვილი. 

„ასეთი ინიციატივა ნამდვილად იყო. უფრო მეტიც, დეკანოზმა შემოგვითვალა, რომ შევსულიყავით მასთან ციხეზე და უშუალოდ გავსაუბრებოდით, თუმცა ამის უფლება არ მოგვცეს. თუკი რეალურად ასეთი კომისია მართლაც შეიქმნება, მე სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას“, - აღნიშნავს ლადო ნარსია.