განიავდით, ჩრდილოეთ კორეაში ხართ თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე - ინაშვილი დეპუტატებს

15:46 10-29-2019
100

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ და პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა იკამათეს.

მდინარაძის განცხადებით, ინაშვილი არასწორ სტატისტიკას იშველიებს, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერების რიცხვზე საუბრობს. მისი თქმით, ეს რიტორიკა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს განცხადებებს გავს.

„საერთო მესიჯი გამოგდით. მოსყიდვას ამბობს თქვენც და ნაცებიც. დაშინებას ამბობთ თქვენც და ნაცებიც. რაც არ უნდა გაბრაზდეთ ახლა არის სიმართლე. კაია მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცეებს ვეღარ დაგვაბრალებენ“,- მიმართა მდინარაძემ ინაშვილს.

პასუხად დარბაზში ირმა ინაშვილის ყვირილი ისმოდა. „არ გრცხვენიათ?“- იძახდა ინაშვილი.

ინაშვილის შეფასებით უმრავლესობა აზროვნებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეაშია. 

„მინდა მოგიწოდოთ, განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ?! ეტყობა ჩრდილოეთ კორეაში ხართ თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე“,- მიმართა ინაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.