რას წერს BBC-ი საქართველოში მასიურ კიბერშეტევაზე - სამიზნე 2 000-ზე მეტი ვებგვერდი გახდა

11:33 10-29-2019
203

BBC საქართველოში მომხდარ კიბერთავდასხმას ეხმაურება.

ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევამ საქართველოში ათასობით ვებგვერდი,მათ შორის, მედიასაშუალებების მაუწყებლობა შეაჩერა.

ჰაკერები თავს დაესხნენ სასამართლო ვებგვერდებსაც, რომლებშიც სპეციალური საქმის მასალები და პირადი მონაცემები ინახებოდა.

ხშირ შემთხვევაში ვებგვერდებზე შესვლისას, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება ჩნდებოდა, რომელსაც ზემოთ შემდეგი წარწერა ჰქონდა - „მე დავბრუნდები“.

საიდან მოხდა თავდასხმა ჯერჯერობით უცნობია.

BBC კავკასიის კორესპონდენტმა რეიჰან დემირტეს განცხადებით, სოციალურ მედიაში ხალხი წერდა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი იდგა.

როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა კორესპონდენტს აცნობეს, საქართველოს მთავრობის ვებგვერდები „ცუდად იყო დაცული თავდასხმისგან“.

კიბერშეტევის სამიზნე  2 000-ზე მეტი ვებგვერდი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო კომპანიები გახდნენ

ტელეკომპანია „იმედის“ ახალი ამბების ხელმძღვანელმა,ირაკლი ჩიხლაძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა,სადაც ის წერდა,რომ არანაირი სიგნალი არ არსებობდა და სადგურმა მაუწყებლობა ვერ შეძლო.

მისი თქმით,  ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტომ“ მაუწყებლობა შეწყვიტეს.

„ასეთი მასშტაბური თავდასხმა აქამდე არ გვინახავს“,- განაცხადა სურეის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ალან ვუდვარდმა.

„შეტევის მიზნების, მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შეტევა იყო.”

პროფესორმა ვუდვარდმა დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოწვეული შეფერხება „მნიშვნელოვანი იყო, მას ეროვნული ინფრასტრუქტურაზე გავლენა არ მოუხდენია.

ვინ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი?

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2004-2013 წლებში იყო. ის პრეზიდენტად ორი ვადით იყო არჩეული.

მან საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს დათმო, როდესაც ის  უკრაინის ოდესის რეგიონის გუბერნატორი გახდა.