სრულად გამოაშკარავდება მთელი ის სიბინძურე, რაც დუღს საპატრიარქოში - ცოტნე გამსახურდია

11:05 10-29-2019
495

სრულად გამოაშკარავდება მთელი ის სიბინძურე, რაც დუღს საპატრიარქოში - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ძალიან მალე საპატრიარქოში უდიდესი ცვლილებები დაიწყება. 

„ძალიან მალე, რამდენიმე წელიც აღარ დასჭირდება, სრულად გამოაშკარავდება მთელი ის სიბინძურე, რაც დუღს საპატრიარქოში და რაც კლავს თუ კრავს, როგორც წამოცდა თვალთხარიას, მაფიოზურ, ბოზურ, მოღალატურ საწყისებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს. აღარც ილია მეორე იქნება, მიუტევოს მისი შეცოდებანი თუ მიეტევება, და აღარც ეს საშინელი ინსტიტუცია, რადაც ეკლესია მისმა დამქაშებმა გადააქციეს.

და მაშინ, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ნაძირლები, რომელნიც დღეს წირვებზე თავწაკრულები და თავდახრილები სათნო იერით დგანან და „ლიბერალებს“ და „ჭინკებს“ ეძახიან მათ, ვინც ბნელეთს უპირისპირდება, თავად იქნებიან ამ გამოაშაკარავებული საშინელების პირველი კრიტიკოსები, რომლის შესახებაც ვითომცდა პირველად გაიგებენ...

კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები... აი, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მიშას კარის მეპირეეები და ენაჩაგდებულები დღეს მე და ჩემნაირებს ნაციონალობაში „გვადანაშაულებენ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს ორგვლივ სკანდალი 26 ოქტომებრს, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. იაკობი ამტკიცებს, რომ მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები პატრიარქის გადადგომაში დახმარებას სთხოვდნენ.