თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:59 10-29-2019
13

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორისა და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევისწულუკიძისა და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთელისელვერ კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, მონასტრის, წყალსადენის, ზარზმის, ილორისა და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი ​- 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცისარტყელას, ზესტაფონისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძისა და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.