ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება - არჩილ გამზარდია

16:07 10-28-2019
45357

ყოფილი ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ქორეპისკოპოსის გადადგომას შესაძლოა მალე ილია მეორეს გადადგომა მოჰყვეს. 

გამზარდია არ გამორიცხავს, რომ იმ მოვლენების ფონზე რაც საპატრიარქოში მიმდინარეობს მეუფე შიოს მოსაყდრის სტატუსმა სხვაზე გადაინაცვლოს. 

ქოპრეპისკოპოსის გადადგომა ერთი მხრივ იყო მორალური პასუხისმგებლობა, იმ ფორმისათვის როგორი ფორმითაც მან აზრები გამოხატა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან რაზეც ილაპარაკა არის სრული სიმართლე. ვფიქრობ, რომ რადგან ქორეპისკოპოსი ილია მეორეს ინტერესებს გამოხატავდა და მისი მთავარი დასაყრდენი იყო ხელისუფლება გადამწყვეტი იერიშისკენ ემზადება. ამიტომ ამისკენ მიმართული ნაბიჯია პატრიარქი გადააყენოს ხელისუფლებამ. შესაძლოა ეს გაფორმდეს სინოდის სხდომაზე, ან მანამდეც თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა. სანამ პატრიარქს შეხვდებოდა მეუფე იაკობმა განაცხდა, რომ იგი იყო თავისუფალი ადამიანი იყო. მე ვფიქრობ, რომ ამით ერთი მხრივ გაიმარჯვა ხელისუფლებამ მეორე მხრივ კი მთავარეპისკოპოსი იაკობი განთავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რასაც საქართველოს ეკლესიით საუბარი ჰქვია“, - ამბობს არჩილ გამზარდია.

როგორც ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, არიან ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც ამ ბრძოლაში არ ჩანან თუმცა დაინტერესებულნი არიან პატრიარქის ადგილის დაკავებით.

„ახლა ისეთი პროცესებია, ხელისუფლება მხოლოდ ერთ კანდიდატზე არ აყენებს აქცენტს ეს გასაგებია და ზოგადად სინოდში არც ერთ კანდიდატს არ აქვს გარანტირებული მხარდაჭერა, რომ ხვალ ვინმე აირჩიონ. ხელისუფლება სინოდზეც და ცალკეულ მეუფეებზეც აქტიურად მუშაობს. იქნებიან ისეთი ეპისკოპოსებიც, რომლებიც ბრძოლაში არ ჩანან მაგრამ დაინტერესებულები არიან, რომ პატრიარქის ადგილი დაიკავონ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსაყდრის სტატუსმა მეუფე შიოდან სხვაზე გადაინაცვლოს, რახან ასეთი ტიპის საუბრებია, მაგრამ ახლა ეს არის ძნელი სათქმელი, რადგან სერიოზული მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან სინოდის წევრებზეც პატრიარქზეც საიმისოდ, რომ სიტუაცია თავისკენ მოატრიალოს. ეყოფა თუ არა სინოდს კეთილგონიერება, რომ ხელისუფლების ნაცვლად ეკლესიის ინტერესები წამოწიონ წინ ამაზე ძნელია ლაპარაკი“, - აცხადებს გამზარდია.



ავტორი: სალომე ნეფარიძე