„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოში შემოსვლა მთელი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა“- ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტი

14:13 10-28-2019
13

ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯულიან შუსტერი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოსა და ვებსტერის უნივერსიტეტისთვის ისტორიული დღეა, რადგან საფუძველი ძალიან წარმატებულ თანამშრომლობას ჩაეყარა, რომლის შედეგად, ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ ქართველ, არამედ კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს.

„ეს ისტორიული დღეა საქართველოსა და ვებსტერის უნივერსიტეტისთვის. დღეს ჩაეყარა საფუძველი ძალიან წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვებსტერის უნივერსიტეტს შორის.  დღეიდან ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რათა მივცეთ მაღალი ხარისხის, ამერიკული განათლება არა მხოლოდ ქართველ, არამედ კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს. ჩვენი თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამების დანერგვას ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კიბერ-უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ჩვენ ღია ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ პროგრამის განხორციელების საკითხებში, რომელიც ამ რეგიონის განვითარებისთვისაა საჭირო“, - განაცხადა ჯულიან შუსტერმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რის საფუძველზეც ვებსტერის უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.

მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილა და მოაწერეს.