პარლამენტში დღეს შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებს მოუსმენენ

08:16 10-28-2019
87

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“ დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მოუსმენენ.

დეპუტატები შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებს ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.