ოჩამჩირეში ნაცემი ბლოგერი საავადმყოფოდან გაიქცა

13:52 10-25-2019
820

აფხაზი ბლოგერი ბესლან ხვარწკია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში გამართული ქორწილის ფოტოებზე, კომენტარის გაკეთებაზე სასტიკად სცემეს, სოხუმის საავადმყოფოდან გაიქცა. ამის შესახებ მან ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ შეატყობინა.

მე გამოვიქეცი საავადმყოფოდან. მე მაქვს დაუხურავი ანგარიშები ბანკში, რომელიც უნდა დავხურო, არ მაქვს დრო საავადმყოფოში ყოფნის... ვალები დროზე უნდა გადავიხადო“ - ამბობს ბლოგერი.

მისივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ სურს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

შეგახსენებთ, ქორწილი , ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში 19 ოქტომბერს გაიმართა. სუფრაზე მისულ სტუმრებს მთლიანი, დაუნაწევრებელი თხები და ჯიხვები დახვდათ. ეს ფაქტი აფხაზმა წლის 32 ახალგაზრდა ბლოგერმა გააქილიკა და ვაცის ქორწილი (козлосвадьба) უწოდა. სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ის უცნობმა პირებმა სახლიდან გამოიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

width=600

ავტორი: თეა შონია