32 წლის მამაკაცი ავტომობილით ხევში გადავარდა - მდგომარეობა მძიმეა

21:27 10-21-2019
248

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში.

32 წლის მამაკაცი ოჯახის კუთვნილი ავტომობილით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავებული მამაკაცი ჯერ წნორის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების, ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.