ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე ხალხს პარლამენტში მშვიდობიანი გადანაცვლებისკენ მოუწოდებდა - ადვოკატი

16:54 10-21-2019
68

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნიკა მელიას პროცესის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. 

დაცვის და ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა. 

მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, მის სიტყვაში მან  სამართლებრივ აბსურდზე ილაპარაკა, რაც მთლიანად გასდევს ამ პროცეს. „ბრალდებას ერთადერთი მტკიცებულება აქვს ნიკა მელიას საჯარო გამოსვლა პარლამენტის წინ, სადაც საუბრობს მშვიდობიან გადანაცვლებაზე საქართველოს პარლამენტში“,- ამბობს კონდახიშვილი. 

მისი თქმით, დაცვის მხარეს ჰყავს ათეულობით მოწმე და მტკიცებულებები, რომელიც მელიას უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

ადვოკატი ჰყვება, რომ ნიკა მელია 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში საერთოდ არ აპირებდა გარეთ გამოსვლას და ის უკანონოდ გამოაძევეს პოლიციელებმა. 

დღეს ნიკა მელია პროცესს არ ესწრებოდა რადგან წინა პროცესზე მას დარბაზი დაატოვებინეს და ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა კონდახიშვილის თქმით,  შემდეგზე სავარაუდოდ დააყენებენ შუამდგომლობას რათა მელია თავის პროცესს დაესწროს რომელიც 11 ნოემბერს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში დატოვა.