მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში ე. წ. "მუქარის წერილის" დედანი მიიტანა

14:45 10-21-2019
32

მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში ე. წ. მუქარის წერილის დედანი მიიტანა. მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წერილი გიორგი გახარიასგან მიიღეს. 

„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან, თუმცა არასდროს გვითქვამს ვის მიერ არის დაწერილი. ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის დემონტაჟს შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ.  

მე მათგან განსხვავებით დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას. ორი საკითხი იყო გაურკვეველი -  სად არის დედანი და ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როცა დაიწყება გამოძიება შუამავალი პირიც დასახელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურაში მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი, ანა ნაცვლიშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, პროკურატურას არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ აქვს, რომ საქმე არ გამოიძიოს.

„მამუკა ხაზარაძემ პირობა შეასრულა, მოიტანა წერილი, ოფიციალური დასკვნა, ახლა უკვე მთელი პასუხისმგებლობა აკისრია პროკურატურას და ხელისუფლებას რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული,. ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე რომელშიც ჩართული იყო ხელისფულება ახლა კი არ რჩებათ საფუძველი, რითი გაამართლებენ. ჩვენ დაველოდებით საქართველოს პროკურატურის გამოძიებას და შედეგებს პოლიტიკური დევნის საკითხზე. 

თუ იტყვიან, რომ ბაზა არ არის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი აღარანაირი სამართლებრივი საფუძველი არ რჩება პროკურატურას რომ არ გამოიძიოს საქმე. როგორ უნდა მოახერხოს და პასუხის გასცეს კითხვებს პროკურატურამ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.