გიორგი გახარია ხაზარაძის წერილზე: ყველაფრისთვის მზად ვარ

14:13 10-21-2019
156

ყველაფრისთვის მზად ვარ,- ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას არის თუ არა გახარია მზად მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.

„არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისეთი სიტუაციაა, ყველაფრისთვის მზად ვარ“, - განაცხადა გახარიამ.

დღეს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძაძემ პრენსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენების მისაცემად მზად არის

მიმდინარე წლის მარტში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

18 ოქტომბერს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ თქვა, რომ პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.