ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ქართველი ცოლ-ქმარი

სამართალი 1714130100

ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, რომელმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2,5 მილიონი ევროს წიგნები მოიპარა - უნიკალური გამოცემების ძარცვის დეტალები

მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან.ცოლ-ქმარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობაშია მხილებული. ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბექა ცირეკიძე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით ესტონეთშია დაკავებული.მიუნხენი, ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართულმა დაჯგუფებამ უნიკალური წიგნების დედნები ყალბი ასლებით შეცვალა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს.საქართველოში ცირეკიძეების სახელთან დაკავშირებული ოთხკაციანი დაჯგუფება ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული ცნობილი კლასიკოსების პირველი გამოცემები, მათ შორის საუბარია პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვის და სხვა მწერლების რარიტეტულ წიგნებზე.დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კაცი და ქალი

საზოგადოება 1714129700

საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა

პოლიტიკა 1714129672

საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ მეცამეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა“ იყო. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებულად აქცენტი გაკეთდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში ე.წ. ოფშორებში რეგისტირებული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაზე.პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია "რედიქსის" გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.დისკუსიაში პირველად ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო ბიზნესის ფაქტობრივად ყველა სექტორი - 16 ასოციაცია და 50-მდე ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები.„შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან საქართველოში ბიზნეს აქტივების გადმოტანა ემსახურებაერთმნიშვნელოვან მიზანს, რომ ის მოგება, რომელიც გენერირებულია და გენერირდება საქართველოში,შემდგომ გადის ქვეყნის გარეთ, იქიდან გამომდინარე რომ მათი დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიანოფშორში, კაპიტალის დაბრუნება მოხდეს საქართველოში და ის მოგება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნებადარჩეს საქართველოში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.შეხვედრა გაიმართა დისკუსიის რეჟიმში, საუბარი გვქონდა საგადასახადო კანონმდებლობაზე, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის როგორც ერთ-ერთ მამოტივირებელ ფაქტორზე. საქართველოს არის ერთ-ერთი დაბალი განაკვეთის მქონე ქვეყანა, თუმცა მეორეს მხრივ საქართველო არის გამორჩეული საგადასახადო გამჭვირვალობის მიმართულებით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის უკან იქნა შეფასებული OECD-ის მიერ და საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ამ მიმართულებით. 10 კრიტერიუმიდან 8 კრიტერიუმში საქართველო აკმაყოფილებს გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს. დარჩენილ 2 კრიტერიუმთან მიმართებაში კი არის მაღალ საფეხურზე. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას, ისეთ ქვეყნებს როგორებიც არის ბელგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ავსტრია და სხვა ქვეყნები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.„ბიზნეს სექტორს დარწმუნება არ სჭირდებათ, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან აღნიშნული თემა და პრაქტიკულად არ ყოფილა არც ერთი გამომსვლელი, რომელსაც რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონოდა საკითხის მიმართ. მარტივადაა საკითხი, რომ როგორ შეიძლება ასეთ კანონზე რაიმე ითქვას. ამ ეტაპზე საუბარია ფიზიკურ პირზე ან პირთა ჯგუფებზე, თუ ისინი ფლობენ ოფშორში კომპანიას და ეს კომპანია ფლობს თავის მხრივ საქართველოში რაიმე კომპანიას და სურვილი აქვთ, რომ ამოაგდონ ოფშორი და პირდაპირ საქართველოში დარეგისტრირდნენ, შემოსვლაზე ჰქონდეთ შეღავათი. ანუ ისინი აქ ნაშოვნ ფულს, რომელიც ახლა ოფშორშია განთავსებული, გადმოიტანენ საქართველოში, იქნება ქართულ ბანკებში, ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში, გადმოსვლის მომენტშივე აქვთ შეღავათი. რატომ? იმიტომ, რომ ოფშორებში, რომელიც დასავლეთის ქვეყნების იურისდიქციაშია დაიწყო მონიტორინგი და ამიტომ, ბევრისთვის საინტერესო აღარ არის. რა ინფორმაციაც გვაქვს ოფშორებში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.Business Insider Georgia-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის  გიორგი აბაშიშვილია თქმით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე გამართულიყო მსჯელობა და ასევე ბიზნეს სექტორს მიეღო ამომწურავი პასუხები.„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა იყო დღეს წარმოდგენილი ფორუმზე, ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი, ფინანსთა მინისტრი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ ყველა მხარის პოზიცია მოგვესმინა. ჩვენს მიერ მცირე კვლავაც იქნა წარმოდგენილი - ფაქტია, რომ მსოფლიოში არის ტენდენცია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, რომ მოხდეს კაპიტალის მაქსიმალურად მოზიდვა ქვეყნებში, ამ ქვეყნების შემდგომი ეკონომიკურო ზრდის სტიმულირებისთვის. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კაპიტალის რელოკაცია მოხდეს, ასევე განხორციელდეს ამ არსებული კაპიტალის დამაგრება იმგვარად, რომ ის არ გავიდეს სხვა, მესამე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს უწყობს მეტ გამჭვირვალობას, უფრო სწორ საგადასახადო ადმინისტრირებას და რაც მთავარია, აჩენს შესაძლებლობას ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვება იყო ის, რომ დღეს ბიზნეს სექტორი, ანალიტიკური სექტორი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება პრაქტიკულად ერთი მიმართულებით საუბრობდნენ და ჯამურად ყველა თანხმდებოდა ამ ინიციატივის პოზიტიურ შედეგებზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.აღსანიშნავია, რომ 25 აპრილის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714129599

ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა - მამუკა მდინარაძე

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რითაც ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებმა აღარ იციან, როგორ ავნონ ქვეყანას და თეორიულ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ. მისივე თქმით, მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი ეთანხმებიან რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდისკენ არის მიმართული."გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს!აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!#ღირსებითევროპისკენ" - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714129504

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება - ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა, ეს არის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს.მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე ქალაქისთვის, რადგან ქალაქს მიეცემა განვითარების ახალი შესაძლებლობა.„გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, სათანადო ვადებში, სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება და საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის, ეს არის რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კილომეტრიანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.