რატომ მოკლა ძმამ ძმა მესტიაში - მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია

12:51 10-21-2019
2997

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ძმები არღვლიანები არიან. შემთხვევის შედეგად ლაშა არღვლიანი დაიღუპა. გარდაცვლილი პედაგოგი იყო და ცხუმარის სკოლაში ასწავლიდა.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მესტიის მერის მოადგილემ, ნელი ნავერიანმა დაუდასტურა. მისივე თქმით, სავარაუდო დამანაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. გარდაცვლილი ცხუმარის სკოლის მასწავლებელი იყო. ძალინ კარგად ხასიათდებიან ძმები, მაგრამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. როგორც მე ვიცი, კამათი მოჰყვა მანქანის მართვას. მთვრალი მას საჭეს არ ანებებდა“, - ამბობს ნავერიანი.

ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თეა შონია