ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან - აშშ-ის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტის სიყვარულის ისტორია

19:41 10-19-2019
143

ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია. ის ამერიკას 1977-1981 წლებში მართავდა.

ჯიმი კარტერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაერთხელ გაუარესდა. 2015 წელს ცნობილი გახდა ჯიმი კარტერის მძიმე ონკოლოგიური დაავადებების შესახებ. ის ბოლო წლებში ღვიძლისა და ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად კარტერი და მისი მეუღლე როზალინი აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში.

ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღატაკებისთვის სახლებს აშენებს. წყვილმა 1984 წლიდან დღემდე 14 ქვეყანაში, 4000-ზე მეტი სახლის აშენებაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ 94 წლის ჯიმი კარტერის შემოსავალი წიგნების წერიდანაც აქვს. მან 33 წიგნი დაწერა, თავის ცხოვრებასა და კარიერის შესახებ, ასევე რწმენის, ქალთა უფლებების, დაბერების, თევზაობის და ხე-ტყის შესახებ.

ყოფილი პრეზიდენტი, რომლის წიგნი სახელწოდებით „განთიადამდე ერთი საათით ადრე“ პულიცერის ჯილდოზე წარადგინეს, ამბობს, რომ ფიზიკური შრომა ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

ჯიმი კარტერმა ცოლი 21 წლის ასაკში მოიყვანა, მაშინ როზალინ კარტერი 18 წლის იყო. მათი თანაცხოვრების 73 წელი უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება.

„ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან“, - წერს Washington Post-ი

width=570

width=570

width=570

width=570

width=570

width=570

width=570