მაია ცქიტიშვილი - მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება

12:35 10-15-2019
10

„ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს იწურება. ხვალ კი მთავრობის გადაწყვეტილება იქნება ცნობილი.

„ვინაიდან კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ“,- განაცხადა მინისტრმა.

15 ოქტომბრამდე კონსორციუმს ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი.

ხაზარაძის მხარე აცხადებს, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ის ყაზახური კომპანიაა, რომლის კავშირებზე რუსეთთან ქართული მედია დიდი ხანია საუბრობს. „მერიდიან ქეფითალ ლიმითედი“ აეროპორტების ერტ-ერთი მსხვილი ოპერატორია და 14 ქალაქში ოპერირებს. ასევე რუსეთში ფლობს სასტუმროებს და ფიგურირებს რუსული რძის ბიზნესშიც კი.

მეორე კომპანია კი ჰოლანდიური „ვან ორდი“. ეს ის ორი კომპანიაა, რომელმაც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ადგილი უნდა დაიკავოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.