აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

13:37 10-14-2019
26

რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

რაულ ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ უფლება - მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს შეუდგა. 10 ოქტომბერს მან „მინისტრთა კაბინეტი“ დაითხოვა.

„ახლად დანიშნულმა პრემიერ - მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაამტკიცოს“,- წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

ვალერი ბგანბა მეორედ გახდა „პრემიერ - მინისტრი“ პირველად ეს თანამდებობა მან 2018 წლის 18 სექტემბერს დაიკავა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მაშინდელი „პრემიერის“ - გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ დანიშნა.

 

ავტორი: თეა შონია