ტაიფუნი „ჰაგიბისი“ - 5 მილიონამდე იაპონელს ევაკუაციას ურჩევენ (ვიდეო)

15:19 10-12-2019
245

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 5 მილიონამდე ადამიანზე გაიცა. 

ამ დროისთვის დახურულია ტოკიოს ორი აეროპორტი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. რეგიონში საფრთხის მეხუთე, უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები იუწყებიან, ტაიფუნი მთელი ძალით რეგიონს უახლოეს საათებში დაატყდება თავს და 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება. 

ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.